ჩვენს შესახებ
მასაჟისტ-რეაბილიტოლოგთა დახელოვნების ცენტრი დაარსდა 2012-წლის 26-ივნისს.ცენტრი დაარსებულია ექიმი ორთოპედის,მანუალური თერაპიისა და ორთოპედიული მასაჟის პედაგოგის თევდორე მოსულიშვილის მიერ. ცენტრი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: 1)მასაჟისტების და სამკურნალო ფიზკურტურის სპეციალისტების მომზადება. 2)მომქმედი მასაჟისტების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 3)ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის კურსდამთავრებულთათვის მასაჟის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება. 4)ONLINE სწავლების კურსი, ქართველი ემიგრანტებისთვის. 5)პაციენტების მომსახურება ყველა ტიპის სამკურნალო მასაჟით და ვარჯიშებით. ჩვენც ცენტრში დღევანდელ დღემდე სწავლების კურსი გაიარა 500-მეტმა კურსანტმა. უმეტესობა მათგანი დასაქმდა და არის წარმატებული მასაჟისტი.ზოგი მათგანი მუშაობს ჩვენს ცენტრში.რამოდენიმე ათეული კურსდამთავრებული მოღვაწეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ.აგრეთვე ჩვენთან კვალიფიკაცია აიმაღლა 30-მდე სხვადასხვა რეაბილიტაციის ცენტრის მომქმედმა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტმა. ცენტრი ორიენტირებულია განვითარებაზე.გვაქვს გრძელვადიანი გეგმები და ვფიქრობთ რამოდენიმე ფილიალის დამატებას ბათუმში,ქუთაისსა და თელავში.фильмы бесплатно Можно зайти сюда newprogs.net чтобы скачать все для пк, а так же на allfilm.net посмотреть фильмы
Copyright © 2012-2019 Masaji.GE | All Rights Reserved
დახურვა