ექიმი-ორთოპედის კონსულტაცია,სამკურნალო მასაჟი და ვარჯიშები უფასოდ!
admin 26-07-2019, 13:02 639 სიახლეები
პროგრამის ფარგლებში უფასო იქნება:
ა.ექიმი ორთოპედის კონსულტაცია.
ბ.სამკურნალო მასაჟის და ვარჯიშების 15-პროცედურა (საჭიროების შემთხვევაში)
უფასო პროგრამა ვრცელდება შემდეგ პათოლოგიებზე:
1.ნებისმიერი თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი პათოლოგია რომელიც ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას..
2.დისპლაზია.
3.ქვედა კიდურების დეფორმაციები. ვარუსული და ვალგუსური დეფორმაცია.
4.ბრტყელტერფიანობა.
5.ტერფ-მრუდობა.
6.კისერ-მრუდობა.
7.გულ-მკერდის ნებისმიერი ტიპის დეფორმაცია.
8.ჭიპის თიაქარი.
9.სქოლიოზები (ყველა ხარისხის)
10.კიფოზი.
11.კიფო-სქოლიოზები.
12.ლორდოზი.
13.spina bifida.
14.ზოგად-გამაჯანსაღებელი მასაჟის პროცედურებზე. (გაკაჟება ხშირად მოავადე ბავშვებისთვის)
15.ნებისმიერი პათოლოგიის დროს თუ პაციენტს უკვე აქვს ექიმის რეკომენდაცია სამკურნალო მასაჟის და ვარჯიშების ჩატარების შესახებ.
16.ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია (კონტრაქტურები, ატროფიები)
17.პოსტ-ოპრერაციული რეაბილიტაცია.
პროგრამის განხორციელების და პროგრამაში ჩართვის მექანიზმები:
1) თუ გაქვთ ძვალ-სახსროვანი სისტემის რაიმე ტიპის ჩივილები და თვლით რომ თქვენ ბავშვს ესაჭიროება ორთოპედის კონსულტაცია, ამ შემთხვევაში უნდა შეავსოთ
ქვემოთ მოცემული ფორმა.
2) დარეგისტრირებულ კანდიდატებს ჩვენი ოპერატორი დაგირეკავთ 2-დან 5 აპრილის ჩათვლით და ჩაგწერთ კონსულტაციაზე.
3) კონსულტაციები იწარმოებს 10-აპრილიდან 21-აპრილის ჩათვლით. კონსულტაციები ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 16-დან 18-საათამდე.
(კონსულტაცია უფასოა)
4) საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ შესაბამისი კვლევა. კვლევისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ თქვენთვის სასურველ დაწესებულებაში. (პაციენტის გამოკვ-
ლევის დაფინანსება პროგრამაში არ შედის)
5) რადიოლოგიური კვლევის შემდეგ კვლავ ჩატარდება ორთოპედის განმეორებითი კონსულტაცია. კლინიკური ნიშნების და კვლევის შედეგების გათვალისწინებით
დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა და სურვილის შემთხვევაში ჩაერთვებით მკურნალობის უფასო პროგრამაში.
6) პროგრამაში ჩართვის ერთჯერადი გადასახადი შეადგენს 45-ლარს. ამ თანხას იხდით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა და მშობელს
აქვს სურვილი შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის.
მომსახურება გულისხმობს სამკურნალო მასაჟის და სამკურნალო ფიზკულტურის 15-პროცედურას უფასოდ. მომსაურების განხორციელების ვადებია 30-აპრილიდან
1-ივნისის ჩათვლით. გრაფიკი: კვირაში 3-დღე: ორშაბათი,ოთხშაბათი,პარასკევი. საათებს დაგინიშნავთ ჩვენ.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 0-დან 14 წლის ჩათვლით ყველა საქართველოს მოქალაქეს მიუხედავათ რეგისტრაციის და ჩაწერის ადგილისა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
გაიარეთ რეგისტრაცია: