ექიმი-ორთოპედის კონსულტაცია,სამკურნალო მასაჟი და ვარჯიშები უფასოდ!

admin 26-07-2019, 13:03 142 სიახლეები
მოგესალმებით. ჩვენი ცენტრი იწყებს ექიმი ორთოპედის უფასო საპროფილაქტიკო გასინჯვების და სამკურნალო მასაჟით და ვარჯიშების მომსახურების პროგრამის განხორციელებას. პროგრამა განხორციელდება მესამედ. I და II პროგრამამ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ადრეული დიაგნოსტირება, პათოლოგიის ნაადრევი გამოვლენა. სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები როდესაც ჩვენ მოგვმართავენ სქოლიოზის უკვე II და ზოგჯერ III ხარისხის დროსაც. აგრეთვე ხშირია 3 წლის შემდგომი ასაკის ბავშვებში რაქიტის ნარჩენი მოვლენები, რაც გამოვლინდება ძვალ-სახსროვანი სისტემების სხვადასხვა პათოლოგიებით კერძოდ: გულ-მკერდის დეფორმაციები, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიებით, კიფო-სქოლიოზებით, ბრტყელ-ტერფიანობით და ტერფ-მრუდობის სხვადასხვა ფორმებით. ბუნებრივია დაგვიანებული დიაგნოსტირება ართულებს მკურნალობის პროცესს და სასურველი შედეგის მიღება ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ ხერხდება, იმისათვის რომ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მომავალ თაობას ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების ნაადრევ დიაგნოსტირებაში და ხელი შევუწყოთ ტანდეგობის ჩამოყალიბების ფიზიოლოგიურ პროცესს, გადავწყვიტეთ ვაწარმოოთ სოციალური პროგრამის III ეტაპიც, რომელიც მოიცავს 0-დან 14 წლის ჩათვლით ბავშვებთა და მოზარდთა საპროფილაქტიკო გასინჯვებს. პროგრამა ორიენტირებული იქნება ორთოპედიული პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტირებისა და რისკ-ფაქტორების გამოვლენისაკენ.
პროგრამის ფარგლებში უფასო იქნება:
ა.ექიმი ორთოპედის კონსულტაცია.
ბ.სამკურნალო მასაჟის და ვარჯიშების 15-პროცედურა (საჭიროების შემთხვევაში)

უფასო პროგრამა ვრცელდება შემდეგ პათოლოგიებზე:
1.ნებისმიერი თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი პათოლოგია რომელიც ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას..
2.დისპლაზია.
3.ქვედა კიდურების დეფორმაციები. ვარუსული და ვალგუსური დეფორმაცია.
4.ბრტყელტერფიანობა.
5.ტერფ-მრუდობა.
6.კისერ-მრუდობა.
7.გულ-მკერდის ნებისმიერი ტიპის დეფორმაცია.
8.ჭიპის თიაქარი.
9.სქოლიოზები (ყველა ხარისხის)
10.კიფოზი.
11.კიფო-სქოლიოზები.
12.ლორდოზი.
13.spina bifida.
14.ზოგად-გამაჯანსაღებელი მასაჟის პროცედურებზე. (გაკაჟება ხშირად მოავადე ბავშვებისთვის)
15.ნებისმიერი პათოლოგიის დროს თუ პაციენტს უკვე აქვს ექიმის რეკომენდაცია სამკურნალო მასაჟის და ვარჯიშების ჩატარების შესახებ.
16.ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია (კონტრაქტურები, ატროფიები)
17.პოსტ-ოპრერაციული რეაბილიტაცია.

პროგრამის განხორციელების და პროგრამაში ჩართვის მექანიზმები:
1) თუ გაქვთ ძვალ-სახსროვანი სისტემის რაიმე ტიპის ჩივილები და თვლით რომ თქვენ ბავშვს ესაჭიროება ორთოპედის კონსულტაცია, ამ შემთხვევაში უნდა შეავსოთ 
ქვემოთ მოცემული ფორმა.

2) დარეგისტრირებულ კანდიდატებს ჩვენი ოპერატორი დაგირეკავთ 2-დან 5 აპრილის ჩათვლით და ჩაგწერთ კონსულტაციაზე.

3) კონსულტაციები იწარმოებს 10-აპრილიდან 21-აპრილის ჩათვლით. კონსულტაციები ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 16-დან 18-საათამდე.
(კონსულტაცია უფასოა)

4) საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ შესაბამისი კვლევა. კვლევისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ თქვენთვის სასურველ დაწესებულებაში. (პაციენტის გამოკვ-
ლევის დაფინანსება პროგრამაში არ შედის)

5) რადიოლოგიური კვლევის შემდეგ კვლავ ჩატარდება ორთოპედის განმეორებითი კონსულტაცია. კლინიკური ნიშნების და კვლევის შედეგების გათვალისწინებით
დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა და სურვილის შემთხვევაში ჩაერთვებით მკურნალობის უფასო პროგრამაში.

6) პროგრამაში ჩართვის ერთჯერადი გადასახადი შეადგენს 45-ლარს. ამ თანხას იხდით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა და მშობელს
აქვს სურვილი შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის.

მომსახურება გულისხმობს სამკურნალო მასაჟის და სამკურნალო ფიზკულტურის 15-პროცედურას უფასოდ. მომსაურების განხორციელების ვადებია 30-აპრილიდან
1-ივნისის ჩათვლით. გრაფიკი: კვირაში 3-დღე: ორშაბათი,ოთხშაბათი,პარასკევი. საათებს დაგინიშნავთ ჩვენ.



პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 0-დან 14 წლის ჩათვლით ყველა საქართველოს მოქალაქეს მიუხედავათ რეგისტრაციის და ჩაწერის ადგილისა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

გაიარეთ რეგისტრაცია: 
скачать dle 12.1

კომენტარები


Copyright © 2012-2019 Masaji.GE | All Rights Reserved
დახურვა